ახალნამშობიარები ქალის, რომლის ჩვილის ადგილსამყოფელიც უცნობია, კიდევ ერთი შვილი ნათლიის ოჯახში გადაიყვანეს

თემქის კლინიკაში მყოფი ახალნამშობიარები ქალის კიდევ ერთი მცირეწლოვანი შვილი ნათლიის ოჯახში გადაიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს, ბავშვი დედას დაუბრუნდება, თუმცა ეს საბოლოოდ მაინც გამოძიების შედეგებზეა დამოკიდებული.

„ეს ბავშვი გადაყვანილია საიმედო ოჯახში ჩვენი სააგენტოს დახმარებით. სოციალური მუშაკი მუშაობს ამ თემაზე. დანარჩენი, რაც შეეხება მომხდარ ფაქტს, ეს შსს-ს თემაა. გამოძიება მიმდინარეობს. სამწუხაროდ, დეტალებს ვერ გეტყვით. დედა საავადმყოფოშია. მას როგორც კი ექნება იმის უნარი, რომ ბავშვზე მზრუნველობა აიღოს, უპრობლემოდ დაუბრუნდება, თუ შსს-ში საქმე სხვაგვარად არ წავიდა“, - განაცხადეს სოციალური მომსახურების საგენტოში.

რაც შეეხება მომხდარ ფაქტს, ცნობილია, რომ გუშინ გვიან ღამით, ახალნამშობიარები ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თემქის N5 კლინიკურ საავადმყოფოში გართულებებით შეიყვანა, თუმცა მას ახალშობილი თან არ ახლდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას მშობიარობისას ან უმალვე მშობიარობის შემდეგ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა