დევიდ კრამერი - საქართველოს ხელისუფლება ბორდერიზაციაზე მეტ ყურადღებას უნდა ამახვილებდეს

საქართველოს ხელისუფლება ბორდერიზაციაზე მეტ ყურადღებას უნდა ამახვილებდეს, - ამის შესახებ ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო და საჯარო საქმეთა მიმართულების უფროსმა მკვლევარმა და ყოფილმა დიპლომატმა დევიდ კრამერმა „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ამავე ინტერვიუში კრამერი აღნიშნავს, რომ კრემლი ცდილობს აჩვენოს, რომ მას შეუძლია ძალით გაიკვალოს გზა საქართველოსკენ, შეიჭრას იქ, როცა კი მოინდომებს.

„ეს აჩვენებს, რომ რუსეთის ლიდერებს სჯერათ, მათ შეუძლიათ არეულობა შეიტანონ მეზობელ ქვეყნებში და გადასწიონ საზღვრები ისე, რომ ამისთვის არანაირი საფასური არ გადაიხადონ. ამ შემთხვევაში, როდესაც საქმე საქართველოს ეხება, მართლებიც არიან. პუტინი არ სცემს პატივს მეზობელი ქვეყნების საზღვრებს, მათ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მას სურს იხილოს, როგორ მარცხდებიან ეს ქვეყნები დემოკრატიის გზაზე, როგორ მარცხდებიან მაშინ, როდესაც იმ ძირგამომპალი ავტორიტარული სისტემების ალტერნატივებს ეძებენ, რომელთაც ის 20 წლის განმავლობაში მართავდა.

ნამდვილად ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა ამ ყველაფერზე გაცილებით მეტ ყურადღებას უნდა ამახვილებდეს. ამავე დროს, თუკი საერთაშორისო საზოგადოება არაა მზად, მოვიდეს საქართველოს დასაცავად - რაც ნაკლებ სავარაუდოა - მაშინ, თბილისმა „საუკეთესოდ“ უნდა გამოიყენოს ეს ცუდი და რთული სიტუაცია.

ნამდვილად ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა ამ ყველაფერზე გაცილებით მეტ ყურადღებას უნდა ამახვილებდეს. ამავე დროს, თუკი საერთაშორისო საზოგადოება არაა მზად, მოვიდეს საქართველოს დასაცავად - რაც ნაკლებ სავარაუდოა - მაშინ, თბილისმა „საუკეთესოდ“ უნდა გამოიყენოს ეს ცუდი და რთული სიტუაცია.

თუკი ხელისუფლება ძალიან მალე რამეს არ მოიმოქმედებს, მათ შეიძლება ერთხელაც გაიღვიძონ, გამოფხიზლდნენ და რუსული ძალების კიდევ უფრო მეტი ტერიტორიული დაწინაურება იხილონ, რაც იმაზე სერიოზული საფრთხეა, რაც უკვე არსებობს“, - აცხადებს კრამერი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის