ე.წ. საზღვარზე შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტმა დახმარებისთვის რუსეთს მიმართა

ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტმა რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და სახელმწიფო დუმას მიმართა თხოვნით, შეიმუშავონ ერთობლივი პოზიცია ადმინისტრაციულ საზღვარზე დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით. „სპუტნიკის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია დე ფაქტო პარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული.

„სამხრეთ ოსეთის პარლამენტი სთხოვს რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და სახელმწიფო დუმას, გაიმართოს პარლამენტთაშორისი კონსულტაციები ერთიანი პოლიტიკის შესამუშავებლად, რომელიც ხელს შეუწყობს დეესკალაციას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას, “ - ნათქვამია მიმართვაში.

გარდა ამისა, ე.წ. დეპუტატები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ევროკავშირი, რომელიც დამკვირვებელთა მისიით არის წარმოდგენილი მოლაპარაკებათა პროცესში, უარს აცხადებს აღებული ვალდებულებების შესრულებაზე იმ გარანტიათა უზრუნველყოფის საკითხში, რომელიც ძალის გამოუყენებლობის პრინციპს უკავშირდება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია