გიორგი გახარია - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ერთადერთი კომერციული პროექტია, რომელიც კონსტიტუციაში მოხვდა - არ შეიძლება, რომ პროექტზე საკუთრების უფლება გაუჩნდეს ვიღაცას

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის ერთადერთი კომერციული პროექტი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში მოხვდა,“ - ამის შესახებ პრემიერ - მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების ფორმატში მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას განაცხადა.

გახარიას თქმით, შეუძლებელია, სახელმწიფომ ამაზე უფრო მაღალი შეფასება მისცეს პროექტს და ქვეყნისთვის მის მნიშვნელობას.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა, რომ ზოგადად ლოგისტიკა და სატრანსპორტო-სატვირთო ინფრასტრუქტურის განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის ერთადერთი კომერციული პროექტი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში მოხვდა. შეუძლებელია, სახელმწიფომ ამაზე უფრო მაღალი შეფასება მისცეს პროექტს და მის მნიშვნელობას ქვეყნისთვის. თუმცა არ შეიძლება, რომ პროექტზე საკუთრების უფლება გაუჩნდეს ვიღაცას. ეს არის ქვეყნის და თითოეული მოქალაქის პროექტი და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ლარი, რომელსაც სახელმწიფო ამ პროექტში ხარჯავს (და უკვე ასობით მილიონი ლარი აქვს დახარჯული), არის თითოეული მოქალაქის შენატანი ამ პროექტის განხორციელებაში. ასევე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ნაბიჯით, რომელსაც სახელმწიფო დგამს, იძენს უფლებას, მოითხოვოს კერძო მესაკუთრეებისა და პარტნიორებისგან თავიანთი ვალდებულებების ასევე მკაფიოდ, შესაბამის ვადებში და ხარისხიანად შესრულება,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა