სოფო კილაძე - მედიკამენტების ფასები ძალიან მაღალია, რაც თითოეული მოქალაქის ჯიბეზე აისახება - ფასების რეგულირებაში აუცილებელია სახელმწიფოს ჩარევა

მედიკამენტების ფასები ძალიან მაღალია, რაც თითოეული მოქალაქის ჯიბეზე აისახება - ფასების რეგულირებაში აუცილებელია სახელმწიფოს ჩარევა, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ გააკეთა.

კილაძემ მთავრობის მეთაურის პოსტზე წარდგენილ გიორგი გახარიას მიმართა კითხვით, რა იგეგმება წამლის ფასების შემცირების მიზნით.

„ვფიქრობ, ჯანდაცვის რეფორმა ჩვენი ხელისუფლების ძალიან დიდი მიღწევაა, თუმცა სისტემას, რომელიც ახლა მუშაობს, შემდგომი დახვეწა სჭირდება. ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხი, რომელიც თითქმის ყველა მოქალაქეს აწუხებს, არის მედიკამენტები. სიმართლე გითხრათ, არსად, არც ერთ ქვეყანაში არ მინახავს, რომ ექიმი პაციენტს ამდენ წამალს უწერდეს. მედიკამენტების ფასების ძალიან მაღალია, რაც თითოეული მოქალაქის ჯიბეზე აისახება. ფასების რეგულირებისათვის აუცილებელია სახელმწიფოს ჩარევა“, - განაცხადა კილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა