აკაკი ბობოხიძე კვიციანზე - ეს ის შემთხვევა იყო, როცა პოლიცია დეპუტატის მიერ დანაშაულს შეესწრო და მისი დაკავებისთვის პარლამენტის თანხმობა არ სჭირდებოდა

დეპუტატ აკაკი ბობიხიძის განმარტებით, პოლიციას ემზარ კვიციანის დაკავების უფლებაც და ვალდებულებაც ჰქონდა.

როგორც ბობოხიძემ განაცხადა, ეს ის შემთხვევა იყო, როცა პოლიცია დეპუტატის მიერ დანაშაულის ჩადენას შეესწრო და ამ შემთხვევაში მისი დაკავებისთვის პარლამენტის თანხმობა არ სჭირდებოდა.

"ეს არის ის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც პოლიციას არ სჭირდება პარლამენტის თანხმობა და დანაშაულზე წასწრების შემთხვევაში, მათი არა თუ უფლება, არამედ ვალდებულებაცაა, რომ აღკვეთონ დანაშაული. თუმცა ამას პოლიცია შორიდან უყურებდა. ამას ჩვენ მიჩვეულები ვართ. უბრალოდ მაინტერესებს, ამის შემდეგ, რას იტყვის გიორგი გახარია, რომელიც თავიდანვე ამბობდა, რომ არ გადადგება, რადგან მან უნდა დაიცვას პოლიციელთა ინტერესები და ღირსება, გავრილოვის ღამის შემდეგ პასუხისმგებლობის საკითხში. ამ კაცს ხმა არ ამოუღია, როცა პრეზიდენტმა პოლიციელის მკვლელი შეიწყალა და დღეს ბატონმა კვიციანმა ახალგაზრდები კი არ შეურაცხყო და გაუსწორდა, გაუსწორდა იმ პოლიციელებს, რომლებიც იდგნენ და იძულებული იყვნენ შერიგებოდნენ ამ უკანონობას", - განაცხადა ბობოხიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა