ეკატერინე ტიკარაძე - მედიკამენტების ფასების ნაწილობრივ რეგულირებაზე მუშაობა იწყება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტრო მედიკამენტების ფასების ნაწილობრივ რეგულირებაზე მუშაობას იწყებს. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ.

მისი განმარტებით, სამინისტრო უახლოეს მომავალში დაიწყებს ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტის ფასების ნაწილობრივ რეგულირებას ფასთწარმოქმნის პრინციპით.

"ქვეყანაში არ არსებობს არანაირი რეგულირების პრაქტიკა. ვგეგმავთ ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტის დაშვების - რეგისტრაციის, საერთაშორისო პრაქტიკით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და მეთოდოლოგიის დანერგვას, ფარმაცევტული წარმოებისათვის „კარგი საწარმოო პრაქტიკის“ (GMP) სავალდებულო მოთხოვნად ქცევას, ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტიორებისათვის და საბითუმო რეალიზატორებისათვის სანებართვო პირობების დაწესებას „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ (GDP) შემოღებით, ყველა ტიპის აფთიაქის (საცალო რეალიზატორის) ლიცენზირებას, ფარმაკოზედამხედველობის სისტემის დანერგვას და ამოქმედებას, ფარმაცევტული ბაზრის ინსპექტირებას - ადმინისტრირების გაძლიერებას, ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის შექმნას დაგანვითარებას," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა