სოფო კილაძე - „ნაცმოძრაობის“ დესტრუქციის მოგერიებაში იმხელა რესურსი იხარჯება, ეს რომ ქვეყნის განვითარებისკენ მივმართოთ, გაცილებით დიდი ნაბიჯებით წავალთ წინ

„ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციის მოგერიებაში ხელისუფლებისა და საზოგადოების იმხელა რესურსი იხარჯება, ეს რესურსი ქვეყნის განვითარებისკენ რომ მივმართოთ, ქვეყანა გაცილებით დიდი ნაბიჯებით წავა წინ - ამიტომ ეს დესტრუქცია უნდა დასრულდეს! - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ გააკეთა.

მისივე თქმით, ამ კვირამ ყველა დაარწმუნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გააფთრებული, ყველანაირი ხერხის გამოყენებით ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს.

„ის ებრძვის არა „ქართულ ოცნებას“, არამედ ქართულ საზოგადოებას. მეგობრებო, საზოგადოება ამდენი დაპირისპირების ყურებით დაიღალა. ამათი დესტრუქციის მოგერიებაში ხელისუფლებისა და საზოგადოების იმხელა რესურსი იხარჯება, ეს რესურსი ქვეყნის განვითარებისაკენ რომ მივმართოთ, ქვეყანა გაცილებით უფრო სწრაფად და დიდი ნაბიჯებით წავა წინ. ამიტომ თუ ჩვენ გვინდა ქვეყანა წინ წავიდეს, ეს დესტრუქცია უნდა დასრულდეს!“, - განაცხადა სესიაზე სოფო კილაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი