დავით უსუფაშვილი - ვანო მერაბიშვილი და მისი დღევანდელი კოლეგები პოლიტიკური წარსულიდან არიან

მგონია, რომ ვანო მერაბიშვილი და მისი დღევანდელი კოლეგები პოლიტიკური წარსულიდან არიან. საქართველოს პოლიტიკური მომავალი უკავშირდება არა „ნაციონალურ მოძრობას“ და არა „ქართულ ოცნებას“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

აღნიშნულით უსუფაშვილი რამდენიმე თვეში შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის პენიტეცნიური დაწესებულებიდან გამოსვლას გამოეხმაურა.

„ერთი ის შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს ქვეყანაში სიკვდილით დასჯა გაუქმებული გვაქვს. ყველა პატიმარი ადრე თუ გვიან გამოვა, როცა მისი სასჯელის ვადა ამოიწურება. მე მგონია, რომ ვანო მერაბიშვილი და მისი დღევანდელი კოლეგები არიან პოლიტიკური წარსულიდან. საქართველოს პოლიტიკური მომავალი უკავშირდება არა „ნაციონალურ მოძრაობას“ და არა „ქართულ ოცნებას“. ესაა ჩემი პოლიტიკური დამოკიდებულება. რამდენი პატიმარი შევა, თუ გამოვა, იმათზე კონკრეტული შეხედულება არ მექნება“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი