ევროკომისიის მომავალმა პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა ახალი გუნდი წარადგინა

ევროკომისიის მომავალმა პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა ახალი გუნდი წარადგინა. როგორც მან განაცხადა, გუნდში მას გენდერული ბალანსი ექნება, ვინაიდან წარდგენილ კანდიდატთა შორის 13 ქალია და 14 მამაკაცი. როგორც „როიტერსი“ წერს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირის მთავრობაში გენდერული ბალანსია. 27 ახალი ევროკომისარი 2024 წლამდე იმუშავებს ევროკავშირის მთავრობაში. ურსულა ფონ დერ ლეიენი და მისი გუნდი ოფიციალურად მუშაობას 1 ნოემბრიდან შეუდგებიან. მანამდე კი ლეიენის გუნდი ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

შეგახსენებთ, ევროკომისიის ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის ჟან კლოდ იუნკერის ადმინისტრაციაში 28 წევრიდან მხოლოდ 9 არის ქალი. ფონ დერ ლეიენის ადმინისტრაციაში კი 27 წევრი იქნება, ვინაიდან წელს დიდი ბრიტანეთს ახალი კომისარი არ წარუდგენია იმის გამო, რომ იგი 31 ოქტომბერს ევროკავშირიდან გასვლას აპირებს.

იხილეთ ვიდეო: ევროკომისიის მომავალმა პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა ახალი გუნდი წარადგინა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა