ავთანდილ წერეთელმა გირაო გადაიხადა

ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული გირაო გადაიხადა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბიზნესმენის ადვოკატმა, კახა წერეთელმა განუცხადა, ავთანდილ წერეთლის გირაოს საფასური მისი ოჯახის წევრის უძრავი ქონებით იქნა უზრუნველყოფილი.

„გირაოს საფასურად ჩაიდო ოჯახის წევრის უძრავი ქონება“, - განაცხადა ადვოკატმა.

ინფორმაციისთვის, ბიზნესმენის შვილი ვატო წერეთელი აანონსებდა, რომ მამისთვის შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფაში "ტვ პირველის" შენობის ჩადება მოუწევდა.

შეგახსენებთ, 27 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

პროკურატურა ბიზნესმენს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისათვის, ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ავთანდილ წერეთელმა განაცხადა, რომ ის სასამართლოს მიერ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 500 000-ლარიანი გირაოს გადახდას არ აპირებდა და გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა ავთანდილ წერეთლის სარჩელი თბილისის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა