წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ მათ მიმართ ზეწოლაზე საუბრობს

არასამთავრობო ორგანიზაცია წამების მხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ ჯანდაცვის სამინისტროს მოტივირებულ დევნასა და თავდასხმაში ადანაშაულებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ცენტრიდან „ემპათია“ აცნობეს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ცენტრი რეგულირების სააგენტომ სასამართლო ექსპერტიზების ლიცენზიის პირობების დარღვევის გამო დააჯარიმა, მაშინ როდესაც „ემპათიაში“ შესვლის კანონიერი უფლებაც კი არ ჰქონდა.

„2019 წლის 20 აგვისტოს, დაწესებულების ხელმძღვანელის მივლინების დროს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს 3 თანამშრომელი, ყოველგვარი შეთანხმებისა თუ შესაბამისი ბრძანების წარმოდგენის გარეშე, თავს დაესხა ცენტრ „ემპათიას“ და თანამშრომლებს აიძულებდნენ ხელი მოეწერათ დაჯარიმების ოქმზე, ვითომდაც ცენტრი „ემპათია“ -ს მხრიდან სასამართლო ექსპერტიზების ლიცენზიის პირობების დარღვევის გამო. 26 აგვისტოს ცენტრი „ემპათია“ -ს ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი და იურისტი გიორგი ლემონჯავა იმყოფებოდნენ რეგულირების სააგენტოში შეხვედრაზე, ცხადი გახდა სააგენტოს მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი, მათ ვერ წარმოადგინეს ვერც ბრძანება, რითიც შევიდნენ „ემპათია“ - ში და ვერც ის ოქმი, რაც იქ მიიტანეს, გაუგებარი იყო მათი მოთხოვნა მაქსიმალური დაჯარიმების თაობაზე, რაც ჩვენი მოთხოვნის შესაბამისად, წერილობით გამოაგზავნეს ცენტრ „ემპათია“ - ში. ცენტრ „ემპათია“ -ს არ დაურღვევია ლიცენზირების პირობები, შესაბამისად, ჩვენ ადმინისტრაციული წესით საჩივარი შევიტანეთ რეგულირების სააგენტოსა და ჯანდავის მინისტრის სახელზე (02/09/2019), თუმცა, დღემდე პასუხი არ მიგვიღია“,- ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

„ემპათია“ აღნიშნულ ფაქტს განიხილავს როგორც მოტივირებულ დევნასა და შევიწროებას და მიაჩნია, რომ რეგულირების სააგენტოს გადაწყვეტილება ცენტრის საქმიანობას უკავშირდება.

მათივე განცხადებით, „ემპათია“ ახორციელებს სასამართლო ექსპერტიზებს ისეთ გახმაურებულ საქმეებზე, როგორიც არის ტატუნაშვილისა თუ კვარაცხელიას საქმეები, პოლიციის მხრიდან შესაძლო წამების ფაქტების შემთხვევები, პოლიტიკურად მოტივირებული წამების შემთხვევები და ა.შ.

„აღნიშნულ ფაქტს განვიხილავთ, როგორც ცენტრი „ემპათია“ -სადმი მოტივირებულ დევნა - შევიწროებას, ვინაიდან, რეგულირების სააგენტოს სადამსჯელო დანაყოფად გამოყენების მოტივაცია, ვფიქრობთ, სხვაგან უნდა გადაწყვეტილიყო. ცენტრი „ემპათია“ ახორციელებს ადვოკატირებას, მათ შორის, სასამართლო ექსპერტზებს სხვადასხვა გახმაურებულ საქმეში, კერძოდ, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით ტატუნაშვილისა თუ კვარაცხელიას საქმეები, პოლიციის მხრიდან შესაძლო წამების ფაქტების შემთხვევები, პოლიტიკურად მოტივირებული წამების შემთხვევები, ასევე 20 – 21 ივნისს „გავრილოვის ღამის“ დაზარალებულთა საქმეები.

ცენტრი „ემპათია“ არის ერთადერთი არასამთავრობო, არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია სასამართლო სამედიცინო და სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზების ლიცენზიები და ახორციელებს არაადამიანური მოპყრობის ფაქტების დოკუმენტირებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად (სტამბოლის პროტოკოლი, მინესოტას პროტოკოლი).ვფიქრობთ, აღნიშნული გახდა არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრი „ემპათია“ -ს მოტივირებული დევნის საფუძველი. სასამართლოში საქმის წარმართვის შემთხვევაში ცენტრი „ემპათია“ -ს ინტერესებს დაიცავს ჩვენი იურისტები და არასამათავრობო ორგანიზაცია GDI“, - ნათქვამია განცხადებაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე