ლიეტუველი დეპუტატი ირმა ინაშვილს - მოგიწევთ გიგა ბოკერიას შეყვარება - სასურველია დარჩეთ ბოკერიასთან იქამდე, ვიდრე არ შეხვალთ ევროკავშირსა და ნატო-ში, მერე იჩხუბეთ რამდენიც გინდათ

თქვენ მოგიწევთ გიგა ბოკერიას შეყვარება, - ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერს, ირმა ინაშვილს საერთაშორისო კონფერენციაზე ლიეტუვის პარლამენტის წევრმა ზიგიმანტას პავილიონისმა.

„მე რასაც ვუსმენ, ბოკერია არ არის თქვენი საუკეთესო მეგობარი. თქვენ მოგიწევთ მისი შეყვარება. ჩვენ სწორედ ეს ვისწავლეთ ლიეტუვაში. შეიძლება ჩვენგან განსხვავებულები იყოთ, განსხვავებული შეხედულებები გქონდეთ, მაგრამ თუ თქვენ გსურთ ამ ადამიანების დარწმუნება სტრატეგიულ, ეროვნულ მიზნებში, მაშინ სასურველია თქვენ დარჩეთ ბოკერიასთან მანამ, ვიდრე არ შეხვალთ ევროკავშირში და ნატო-ში, მერე იჩხუბეთ რამდენიც გინდათ. არ უნდა გააკეთოთ ის, რაც გააკეთეთ",- განაცხადა ლიეტუვას წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, ირმა ინაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ 2 დღის განმავლობაში გიგა ბოკერია და მისი თანაპარტიელები „პატრიოტთა ალიანსის" შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ, ამიტომ მას აქვს უფლება „ამ სიცრუეზე უპასუხოს“.

ინაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს ჰკითხა, არის თუ არა დემოკრატია ადამიანის წამება, რასაც სააკაშვილი - ბოკერიას გუნდი წლების განმავლობაში აკეთებდა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია