მამუკა მდინარაძე „სვეტის“ შეჩერებული პროექტების „m2“-ისთვის გადაბარებაზე - ეს არის თბილისის მერიის და კახა კალაძის კიდევ ერთი ძალიან დიდი წარმატება

ეს არის თბილისის მერიის და კახა კალაძის კიდევ ერთი ძალიან დიდი წარმატება, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, თბილისის მუნიციპალიტეტსა და დეველოპერულ კომპანია „m2 უძრავი ქონებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას, რომლის მიხედვითაც, „m2“ კომპანია „სვეტის“ თბილისში მდებარე სამ შეჩერებულ პროექტს გადაიბარებს.

„რამდენიმე წუთის წინ ჩვენ მოვისმინეთ ძალიან კარგი ამბავი იმის შესახებ, რომ 2500 დაზარალებული ოჯახის პრობლემა გადაწყდა. ბუნებრივია და კახა კალაძის ბრიფინგიდანაც ჩანდა, რომ ადვილი არ იქნებოდა ამ პრობლემის მოგვარება. როგორც ჩანს, პროცესში იყო გარკვეული უიმედობებიც, მაგრამ საბოლოოდ ამ საკითხის გადაწყვეტა არის ქალაქის მერიის და პროცესში ჩართული ყველა მხარის ძალიან დიდი წარმატება. თავის მხრივ, ეს ძალიან კარგი ამბავი იმედს იძლევა, რომ მსგავსი წარმატებით დასრულდება სხვა ანალოგიური საკითხები და ოჯახები, რომლებიც იყვნენ დაზარალებულები სხვადასხვა სამშენებლო კომპანიების მიერ, მიიღებენ თავის კუთვნილს. ვულოცავ ყველა ოჯახს, ვისი პრობლემაც უკვე გადაწყდა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამირან სალუქვაძე - რაც ახლა ხდება, ეს არა პოლიტიკური კრიზისი, არამედ პოლიტიკურ ოპონენტთა შორის თანაცხოვრების კრიზისია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.11.2019
მიხეილ კალანდია - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 19 წლის ასაკში პოლიტიკური პატიმარი ვარ
თეგეტა მოტორსის სპეციალური შეთავაზება ზამთრის საბურავებზე
სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბურმა აქცია დაიწყო!
სპეციალური პირობები სამშენებლო კომპანიებისთვის SAP Business One-ის დანერგვაზე BDO-სგან
26 ახალი და გემრიელი შესაძლებლობა - საბვეიში განახლებული მენიუა (R)