რუხის სამედიცინო კლინიკის მშენებლობა დასრულდა

სოფელ რუხში მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკის მშენებლობა დასრულდა. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, ამ ეტაპზე შიდა და გარე პერიმეტრის დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.

კლინიკაში მოეწყო აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, ასევე სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა. დასრულებულია დამხმარე ნაგებობების, სამრეცხაო და სასადილო კომპლექსის მშენებლობა, დამონტაჟდა სახანძრო უსაფრთხოების თანამედროვე სისტემა. კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყო ავტოსადგომები და შიდა გზები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 41 მილიონი ლარია.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, რომ პროექტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ადგილმდებარეობის თვალსაზრისით. ამოქმედების შემდეგ, საავადმყოფო რეგიონისა და აფხაზეთიდან ჩამოსულ პაციენტებს მოემსახურება. კლინიკა 220 საწოლზეა გათვლილი. სამკურნალოდ ჩამოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისთვის იფუნქციონირებს 100 ადგილიანი საერთო საცხოვრებელი.

კლინიკის სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შ.პ.ს. “სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ” შეასრულა. შეფასების პროცედურის დასრულების შემდეგ, ობიექტი ოპერირებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა