წელს წითელაზე დაახლოებით 220 ათასამდე ადამიანი აიცრა

2019 წლის იანვრიდან წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით, წლისა და 5 წლის 65 000-ზე მეტი ბავშვის გარდა, კიდევ 150 000 მოზრდილი აიცრა.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აცრების ინტენსიურად ჩატარება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2019 წლის დასაწყისში მთავრობის მიერ შემუშავდა სპეციალური განკარგულება „წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“.

„ქვეყანაში ვაქცინის საკმაო რაოდენობაა. იანვრიდან მოყოლებული, მთავრობის დადგენილების შემდეგ, რომელიც 18 იანვარს გამოიცა, ინტენსიური გახდა აცრები. წელს დამატებით აცრილია დაახლოებით 150 000 ადამიანი, კიდევ გეგმურად, ყოველთვიურად იცრება დაახლოებით 11 000 ბავშვი. სულ სადღაც 220-230 000-მდე ადამიანი ავცერით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. არაიმუნური ფენა ჯერ კიდევ სერიოზულია ქვეყანაში, განსაკუთრებით 20-დან 40 წლის ასაკის მოსახლეობაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

2019 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში წწყ(წითელა-წითურა-ყბაყურა) ვაქცინით დამატებითად აცრილთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით ასე გამოიყურება: თბილისი - 59 840; აჭარა - 10 378; იმერეთი - 14 004; სამეგრელო - 14 566; გურია - 4 162; შიდა ქართლი - 7 520; ქვემო ქართლი - 8 488; სამცხე-ჯავახეთი - 8 133; მცხეთა-მთიანეთი - 3 266; რაჭა-ლეჩხუმი - 1 574; კახეთი - 10 599; სხვა უწყებები - 8 000.

წითელას გავრცელების შეჩერების ერთადერთი საშუალება ვაქცინაციაა. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, მხოლოდ ვაქცინაცია უზრუნველყოფს წითელასგან დაცვას და რაიმე სხვა სამედიცინო ან არასამედიცინო საშუალება ამ დაავადებასთან მიმართებით უეფექტოა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა