დავით ზალკალიანი უზბეკ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უზბეკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აბდულაზიზ კამილოვს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა, რომ დამოუკიდებლობის შემდგომ ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში ეს გახლავთ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი უზბეკეში, რაც სრულიად ახალ დინამიკას შესძენს ორი ქვეყნის ისტორიულად მეგობრულ ურთიერთობებს.

მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის სფეროები. უზბეკეთი, ისევე როგორც საქართველო დაინტერესებულია განავითარო ურთიერთობები სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა უზბეკეთი დაინტერესებულია გამოიყენოს საქართველოს სატრანზიტო-სატრანსპორტო პოტენციალი და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების რეჟიმით არსებული შესაძლებლობები.

მაღალი შეფასება მიეცა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას, რაც განსაკუთრებით გააქტიურდა ტაშკენტი-თბილისს შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნით. მინისტრები შეთანხმდნენ შემუშავდეს ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების საგზაო რუკა.

„უზბეკეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცენტრალური აზიის რეგიონში. ამ ქვეყანას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და ამ პოტენციალის ორმხრივად ხელსაყრელი პროექტების გამოყენებისთვის ჩემს ვიზიტს გამოვიყენებთ. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის მიმართ, ამ ქვეყანას დიდი ინტერესი აქვს, რადგანაც უზბეკეთში დიდი რაოდენობით პროდუქციაა, რომელიც შეიძლება საქართველოს გავლით იყოს გატანილი ევროპულ ბაზარზე, სწორედ ამ თვალსაზრისით, საქართველოს პორტების დანიშნულება და სატრანსპორტო-დამაკავშირებელი ხაზის გამოყენება უზბეკეთისთვის იქნება პრიორიტეტული“, -აღნიშნა მინისტრმა.

შეხვედრაზე, საუბარი ასევე წარიმართა მრავალმხრივ ფორმატებში ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე. მინისტრმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკაზე, მათ შორის ინიციტივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში ტაშკენტში მასშტაბური საზეიმო ღონისძიებით აღინიშნება საქართველოსა და უზბეკეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლის იუბილე. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს პარლამენტის წევრები უზბეკეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი სიმონ ნოზაძე, ირაკლი მეზურნიშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ აბდუშელიშვილი. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მინისტრის შეხვედრები უზბეკეთის ოლა მეჯლისსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა