თბილისში ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის ექსპერტების მონაწილეობით მრგვალი მაგიდა გაიმართა

11 სექტემბერს, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ამერიკის იურისტთა ასოციაციასა (ABA) და „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდა და დისკუსია ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის ექსპერტებთან. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ადვოკატთა ასოციაციიდან“ აცნობეს, ღონისძიებაზე გახმაურებული საქმეების განხილვის თავისებურებებისა და ამერიკული გამოცდილების შესახებ ისაუბრეს.

მრგვალ მაგიდაზე გახსნითი სიტყვით გამოვიდნენ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით ასათიანი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გიორგი შავლიაშვილი და საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი.

ღონისძიებაზე სასაუბრო თემათა შორის იყო გახმაურებულ საქმეთა განხილვის თავისებურებანი: ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილება და პრაქტიკა. ასევე სასამართლოს, ადვოკატურასა და პროკურატურას შორის კომუნიკაციის ეთიკური ასპექტები: ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილება და პრაქტიკა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა