სულხან სალაძე მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე - თუ სამუშაო ჯგუფი შეიქმნება ფორმალურად, ეს იქნება იმის დემონსტრირება, რომ არ არსებობს თითოეული კანდიდატის გამოკვლევის პოლიტიკური ნება

თუ სამუშაო ჯგუფი შეიქმნება ფორმალურად, ეს იქნება იმის დემონსტრირება, რომ არ არსებობს თითოეული კანდიდატის გამოკვლევის პოლიტიკური ნება, - ამის შესახებ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე სულხან სალაძემ ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, სამუშაო ჯგუფმა მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატზე არსებული ინფორმაცია დეტალურად უნდა შეისწავლოს, ფორმალური ჯგუფის წევრობას კი აზრი არ ექნება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, რომელიც რამდენიმე წუთში დაიწყება, პარლამენტისთვის წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კონსტიტუციისა და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

"პირველი საკითხი, რაზეც დღეს უნდა გავიგოთ მკაფიო პასუხი, არის ის, რა როლს და ფუნქციას ხედავს პარლამენტი ამ სამუშაო ჯგუფთან დაკავშირებით. თუ ეს უნდა იყოს ფორმალური და მხოლოდ კანონში ჩანაწერის გამო უნდა შეიქმნას ეს სამუშაო ჯგუფი, მაშინ ეს არც არავის არ სჭირდება და მით უმეტეს, არც მასში მონაწილეობის მიღება. თუ ჯგუფი ორიენტირებული იქნება, რომ დეტალურად გაიაროს საკითხი, რომელიც შეიძლება რომელიმე კანდიდატთან კითხვის დონეზე არსებობდეს, ყველა კითხვა იყოს დასმული და ყველაფერი იყოს გამოკვლეული, ასეთ შემთხვევაში ამ სამუშაო ჯგუფის შექმნასაც აქვს აზრი და მის წევრობასაც. ჩვენ წინასწარ რა ინფორმაციაც გვაქვს, სამუშაო ჯგუფი იქნება ფორმალური და შეიქმნება იმიტომ, რომ აუცილებელია, რომ ეს ეტაპი გავლილი იყოს. თუ ასე მოხდება, ეს იქნება იმის დემონსტრირება, რომ რეალურად არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ ყველა კანდიდატი სათანადოდ იქნეს გამოკვლეული სამუშაო ჯგუფის მიერ,"- განაცხადა სულხან სალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა