თამარ ჩუგოშვილმა და პროფესიული პრაქტიკის პროგრამის შემფასებელთა ჯგუფმა საქართველოსა და აშშ-ს შორის გაცვლითი პროგრამის გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი პროფესიული პრაქტიკის პროგრამის (PFP) შემფასებელთა ჯგუფის წევრებს, მართა მუცოს და კარენ აშაფენბურგს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, აღნიშნული პროგრამა უკვე წლებია, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. მისივე თქმით, პროგრამის მიზანია პოლიტიკის შემუშავებისა და საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობით დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა მისცეს სტაჟირება გაიარონ ამერიკის შეერთებულ შტატების შესაბამის ორგანიზაციებში, მიიღონ გამოცდილება პროფესიული უნარების გაღრმავების კუთხით და ასევე, გაიცნონ ამერიკა.

„მე თავად ვიყავი 2010 წელს ამ პროგრამის მონაწილე, გავიარე სტაჟირება და ეს არის ძალიან კარგი გამოცდილება ახალგაზრდა ადამიანებისთვის, რომ ნახონ შეერთებულ შტატებში როგორ მუშაობენ მათთვის საინტერესო ინსტიტუციები და თვითონ გახდნენ ამ სამუშაო პროცესის მონაწილე. ახლა შეფასებაა, თუ როგორ იმუშავა პროგრამამ ჩვენს ქვეყანაში. როგორც შემფასებლებმა მითხრეს, საქართველო ყველა ქვეყანას შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია იმ კუთხით, რომ ფაქტობრივად, პროგრამის ყველა მონაწილე ძალიან აქტიურია, მონაწილეობას იღებს ძალიან მნიშვნელოვან პოზიციებზე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში. მათ აქვთ სურვილი, რომ გაგრძელდეს ეს პროგრამა და სხვა ადამიანებსაც ჰქონდეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა. ეს შეხვედრა ჩემთვის საინტერესო იყო იმ კუთხით, რომ ხელი შემეწყო მაქსიმალურად დიდხანს გაგრძელდეს ეს პროგრამა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გააგზავნოს საქართველოდან და მეტ ახალგაზრდას მიეცეს შესაძლებლობა გაიაროს სტაჟირება ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოში“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

„აღნიშნული შეხვედრის მიზანი იყო პროგრამის შედეგების შეფასება, ინფორმაციის გაცვლა და საკანონმდებლო ორგანოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა პარლამენტის აპარატის წევრების გადამზადების მიზნით.

საქართველოს პარლამენტიდან (PFP)-ის პროგრამის კურსდამთავრებულები აგრძელებენ აქტიურ მუშაობას ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში და მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ საკუთარ კოლეგებს პარლამენტის სხვადასხვა დეპარტამენტსა თუ კომიტეტში,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა