დავით ზალკალიანი უზბეკეთის პირველ ვიცე-პრემიერს და ტრანსპორტის მინისტრს  შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უზბეკეთში ვიზიტის ფარგლებში, უზბეკეთის რესპუბლიკის პირველ ვიცე-პრემიერს და ტრანსპორტის მინისტრს აჩილბაი რამატოვს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, უზბეკეთის ვიცე-პრემიერმა ქვეყნის პრეზიდენტის სახელით საქართველოს მიმართ უდიდესი კეთილგანწყობა და დაინტერესება გამოხატა, გააღრმავოს და განავითაროს თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უზბეკ და ქართველ ხალხს შორის ისტორიული მეგობრობის კიდევ უფრო განმტკიცებას და ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურებას, ამ მხრივ გამოიხატა დაინტერესება გაიზარდოს პირდაპირი ავიარეისების მიმართულება. აღინიშნა საქართველოში უზბეკი ვიზიტორების მზარდი დინამიკა და დაინტერესება, რომ ქვეყენამ აქტიურად ითანამშრომლოს ტურიზმის სფეროში.

ყურადღება დაეთმო ასევე სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვას. უზბეკურმა მხარემ გამოხატა დაინტერესება საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურის გამოყენებით ტვირთების ექსპორტის მიმართულებაზე.

მხარეებმა მიმოიხილეს სავაჭრო ეკონომიკური მიმართულებით არსებული თანამშრომლობა და ხაზი გაუსვეს, ამ მხრივ, ორმხრივი მუშაობის გააქტიურების აუცილებლობას. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აუცილებელია ქვეყნებს შორის გაიზარდოს სავაჭრო ბრუნვა, უზბეკურმა მხარემ გამოხატა დაინტერესება გაიმართოს ბიზნეს დელეგაციების ვიზიტები და ფორუმები.

შეხვედრაზე, მხარეები შეთანხმდნენ აქტიურად დაიწყონ მუშაობა ქვეყნებს შორის სამთავრობო კომისიის მომდევნო შეხვედრის ორგანიზებისთვის.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი უზბეკეთს, პირველი ოფიციალური ვიზიტით 11-13 სექტემბერს სტუმრობს. უკვე გაიმართა მისიის შეხვედრები უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ოლი მეჯლისში. დავით ზალკალიანი, ასევე მონაწილეობას მიიღებს საქართველო-უზბეკეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაში, რომელიც ტაშკენტში საელჩოს ორგანზიებით მასშტაბურად აღინიშნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა