ქუთაისიდან ბარის და ბარიდან ქუთაისის მიმართულებით პირველი პირდაპირი ავიარეისები შესრულდა

ქუთაისიდან ბარის და ბარიდან ქუთაისის მიმართულებით პირველი პირდაპირი ავიარეისები შესრულდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „აეროპორტების გაერთიანებიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პირველი რეისის მგზავრებს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

„რომის და მილანის შემდეგ, ქალაქი ბარი იტალიის რიგით მესამე მიმართულებაა, სადაც ფრენებს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანი Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ასრულებს. ნოემბრიდან კი დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან პირდაპირ რეგულარულ რეისებს იტალიის კიდევ ერთ ქალაქში - ბოლონიაში ორი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air და Ryanair იფრენენ.

10 სექტემბრიდან, ავიაკომპანია Wizz Air-მა ეტაპობრივად, 7 ახალი მიმართულებით დაიწყო ფრების განხორციელება. პირდაპირი რეგულარული რეისები ბაზელის, კოპენჰაგენის, ბრიუსელის, ტალინის, ეინდჰოვენის, ბარისა და პოზნანის მიმართულებით შესრულდება.

აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის საქართველოდან შვეიცარიაში, დანიის სამეფოსა და ესტონეთში პირდაპირ საჰაერო მიმოსვლა არ სრულდება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს