დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი დავით სუჯაშვილი თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი დავით სუჯაშვილი თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დავით სუჯაშვილი 2013-2019 წლებში, თავდაცვის მინიტრის მოადგილედ დანიშვნამდე, დაზვერვის სამსახურის უფროსთან ერთად, დაზვერვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველიც გახლდათ. 2014-2015 წლებში კი მას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის თანამდებობაც ეკავა.

გარდა ამისა, 2012-2013 წლებში მას ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროშიც უმუშავია, სადაც საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი იყო, 1999 წლიდან 2012 წლამდე კი საქართელოს დაზვერვის სამსახურში მუშაობდა.

სამხედრო წოდებით ის პოლკოვნიკი გახლავთ.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის მინისტრის კიდევ ერთ მოადგილედ რატი ბრეგაძე დაინიშნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა