რამაზ საყვარელიძე - კოალიციური მთავრობის შექმნაზე ოპოზიციის პოზიცია ხელისუფლებისთვის უფრო ძლიერი მობილიზაციის სტიმული იქნება

არ არის გამორიცხული, მივიდეთ იმ მომენტამდე, როცა ეს პოზიცია ხელისუფლებისთვის იქნება უფრო ძლიერი მობილიზაციის სტიმული, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ინიციატივას, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, პროდასავლური ოპოზიციური პარტიები არ შევიდნენ კოალიციაში“ქართულ ოცნებასთან“.

პოლიტოლოგის განცხადებით, ამ ინიციატივით ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების ჯამი იქნება უფრო მეტი, ვიდრე სახელისუფლებო დეპუტატებისა.

“თავისთავად შეიძლება ძნელი იყოს საერთოდ კაბინეტის ფორმირება. ბევრ ქვეყანაში ანალოგიური მდგომარეობა იქმნება ხოლმე პროპორციული სისტემის მუშაობის დროს, როცა შეუთანხმებლობა იმდენად დიდია, რომ პრემიერ-მინისტრს ვერ ირჩევს ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარეები.

სწორედ ეს არის ხოლმე პოლიტიკური კრიზისი. მაგალითად, იტალიაში ბევრჯერ იყო, მაგრამ გამოუვალი მდგომარეობა არ არის, ამ დროს იშლება პარლამენტი და ეწყობა ხელახალი არჩევნები. ამ შემთხვევაში რა მოწოდებასაც აკეთებს ოპოზიცია, გათვლა აქვთ იმაზე, რომ ოპოზიციური პარტიების ჯამი იქნება უფრო მეტი, ვიდრე ივანიშვილის მომხრე დეპუტატებისა. ეს პუნქტი შეიძლება იყოს სიმბოლო იმის, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ეცდება საიმისო უმრავლესობა მოაგროვოს მომავალ პარლამენტში, რომ ოპოზიციის ანალოგიურმა სვლამ - ყველა გავერთიანდეთ ერთის წინააღმდეგ, არ გამოიწვიოს მისთვისაც და ქვეყნისთვისაც კრიზისი. არ არის გამორიცხული მივიდეთ ამ მომენტამდე, როცა ეს პოზიცია ხელისუფლებისთვის იქნება უფრო ძლიერი მობილიზაციის სტიმული“,- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

შეკითხვაზე: რამდენად შეიძლება „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ინიციატივა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არ გაიზიაროს, საყვარელიძის თქმით, გააჩნია, იმ მომენტისათვის, რომელი პარტიები აღმოჩნდებიან პარლამენტში.

„ვიცით, რომ არსებობენ პარტიები, რომლებიც თავიდანვე, შექმნის დღიდან, სააკაშვილის პოლიტიკურ კურსს უწყობდნენ ხელს - ოპოზიციაში კი იყვნენ, მაგრამ ეს ხელსაყრელი პოზიცია იყო სააკაშვილისთვის და ისინი ალბათ, დათანხმდებიან, ოღონდ ეს პატარა პარტიებია. ვნახოთ, ახალი პარტიები, რაც გამოჩნდება და შევა პარლამენტში, როგორ მოიქცევიან“,- განაცხადა საყვარელიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს