ივანე მაჭავარიანი - მნიშვნელოვანია ზოგადად ინვესტიციები და ინვესტიციების ბუნება - იქნება უცხოური თუ ადგილობრივი, აბსოლუტურად მეორადი საკითხია

ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ინვესტიციები და ინვესტიციების ბუნება - იქნება უცხოური თუ ადგილობრივი, ეს აბსოლუტურად მეორადი საკითხია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ახალი მთავრობის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან უპასუხა კითხვას პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 54%-ით კლებასთან დაკავშირებით.

„ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ინვესტიციები, იქნება ეს უცხოური თუ ადგილობრივი და მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდა. ინვესტიციების ბუნება - იქნება უცხოური თუ ადგილობრივი, აბსოლუტურად მეორადი საკითხია. დამერწმუნეთ. რომ იცოდეთ, სხვადასხვა შეფასებით, საქართველოს ისტორიის განმავლობაში ყოველწლიურად რომ შემოდიოდა უცხოური ინვესტიციები 60-70 %, სინამდვილეში თავისი ბუნებით ქართული, ადგილობრივი ინვესტიციებია, გატანილია აქედან და შემოტანილია სხვადასხვა ქვეყნიდან ან ოფშორიდან. მარტო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არ არის გადამწყვეტი და მთავარი საზომია ინვესტიციები და როდესაც გვაქვს ინვესტიციების კლება ზოდადად, რასაკვირველია, ესაა იმის ნიშანი, რომ ინვესტორების განწყობები, იქნება ეს ადგილობრივი, უცხოელი თუ კვაზი უცხოელი, რომლის უკანაც ადგილობრივი დგას, არის შედარებით დაბალ დონეზე“, - აღნიშნა მინისტრმა.

მანვე ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა იწვევს ინვესტორების განწყობების შემცირებას.

„არსებობს რამდენიმე ფაქტორი. ყველაზე მარტივი ქვეყნის შიგნით პროცესია - დაახლოებით 2 თვის წინ იყო დაძაბულობა, მთავრობის ცვლილება და ა.შ. - რასაკვირველია, ბიზნესი ამაზე რეაგირებს. აბსოლუტურად არ აქვს ბიზნესისთვის მნიშვნელობა, ვინ არის მართალი, ვინ - მტყუანი. მეორე - დაიძაბება ურთიერთობა მეზობელთან, იქნება ეს რუსეთი, თურქეთი თუ ვიღაც, იქაც არ აინტერესებთ მართალი და მტყუანი, ტემპერატურა რომ იწევს, განწყობები მცირდება. როგორც წესი, საქართველოში მთავარი ინვესტორები იყვნენ აზერბაიჯანი, ყაზახები, თურქები, ისრაელი და ა.შ. როდესაც ვამბობთ, რომ რეგიონიც ასე ვთქვათ, ეკონომიკურად დაძაბუნდა და პრობლემაა, რასაკვირველია, ჩვენ პირველად, მთავარ ინვესტორ ქვეყნებთან დაკავშირებით ესეც მოქმედებს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა