თბილისის  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრსა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მემორანდუმის მიზანია სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე ზრუნვა.

მემორანდუმის თანახმად, ცენტრი მიაწვდის ინფორმაციას წითელი ჯვრის საზოგადოებას იმ ადამიანებზე, რომლებიც საჭიროებენ ბინაზე მოვლას, არიან სოციალურად დაუცველები, მარტოხელები და საჭიროებენ კვალიფიციურ დამხმარეს. ინფორმაციის გაცვლა მოხდება პაციენტების თანხმობის შემთხვევაში, კანონის სრული დაცვით.

სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის სახელით, მემორანდუმს ხელი მოაწერა ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სოლომონ როსტომაშვილმა, ხოლო საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სახელით - საზოგადოების პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ.

ნათია ლოლაძის თქმით, ბინაზე მოვლის სერვისი, რომელსაც საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ახორციელებს, თბილისის მერიისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ არის დაფინანსებული. პროექტი 2018 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა და იგი ითვალისწინებს სოციალურად დაუცველ, შშმ, სახლს ან საწოლს მიჯაჭვული პირების, სამედიცინო, საბაზისო და სოციალურ მოვლას ადგილზე, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

სოლომონ როსტომაშვილის თქმით, წითელი ჯვრის საზოგადოებისა და თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლობის შედეგად, უფრო მეტი სოციალურად დაუცველი, მარტოხელა, საწოლს მიჯაჭვული ადამიანი მიიღებს კვალიფიციურ, უწყვეტ დახმარებას, ხოლო ბინაზე მოვლის სერვისის დანერგვა პირდაპირ იმოქმედებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში შესული არამიზნობრივი ზარების რაოდენობაზე. მისივე თქმით, ეს შეამცირებს იმ პაციენტებთან ბრიგადების მისვლის დროს, რომლებიც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ. ამავე დროს, დაიზოგება ცენტრის ფინანსური რესურსებიც.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა