ნიკა მელია - ეს არ არის პროკურატურა - თადუმაძეებში ვარ მოსული

ეს არ არის პროკურატურა - თადუმაძეებში ვარ მოსული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ნიკა მელიამ პროკურატურასთან განუცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, ის დეპუტატის უფლებამოსილების შესრულებაზე უარის თქმას არ აპირებს.

„მე ვარ მზად შევასრულო ჩემი უფლებამოსილება როგორც დეპუტატისა. ვინმე თუ არღვევს დღეს კანონს, მათ შორის კონსტიტუციას, ეს არის ის ხალხი, რომელიც ამ შენობაშია. ეს არ არის პროკურატურა - თადუმაძეებში ვარ მოსული.

მაშინ, როდესაც პარლამენტში სიტყვით გამოვდიოდი და პროკურატურისგან იყო ამასთან დაკავშირებით თანხმობა, (ისინიც ხვდებიან, რომ დეპუტატს შეუძლებელია აკრძალვა დაუწესო პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით) სახლში ხელისუფლების წარმომადგენლები მოვიდნენ, რაღაც ოქმს ადგენდნენ და იკითხეს, მელია სად არისო?! არ იცოდნენ პრობაციის სააგენტოში, რომ მელია პარლამენტშია?! არ იცოდა, რომ პროკურატურამ ნებართვა დართო?! უბრალოდ, მთის გადაღმა რომ ადამიანი ცხოვრობს, იმან ჩამოარტყა მაგიდას ხელი, რომ ეს მელია დააბით სახლშიო და ახლა, მართლა, როგორც ოთხფეხა მელიაზე, ისე ნადირობენ ჩემზე. ეს განცდა მაქვს“, - განაცხადა მელიამ.

ამასთან, დეპუტატის თქმით, ის არ აპირებს შეზღუდვები დაუწესოს საკუთარ თავს.

„პირდაპირ გეუბნებით, არ არსებობს, შეზღუდვას არ დავიწესებ. კანონს არ დავარღვევ, კონსტიტუციას არ დავარღვევ. კონსტიტუციისა და კანონის მოთხოვნების შესრულების გამო დააკავო ნებისმიერი ადამიანი, მით უფრო დეპუტატი, ეს არის წარმოუდგენელი“, - აღნიშნა მელიამ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ნიკა მელია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში 16:00 საათზე მივიდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა