ირაკლი ბერაია - საგუშაგო, ბანერი თუ მავთულხლართი, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზეა განთავსებული, დემონტაჟს უნდა დაექვემდებაროს

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას შეფასებით, საგუშაგო, ბანერი თუ მავთულხლართი, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზეა განთავსებული, დემონტაჟს უნდა დაექვემდებაროს.

ამის შესახებ ბერაიამ ჟურნალისტებს სოფელ ჩორჩანასთან განვითარებული მოვლენების შეფასებისას განუცხადა.

როგორც ბერაიამ აღნიშნა, დესტრუქციული ქმედებების საპასუხოდ ქართულმა მხარემ ადგილზე მშვიდობა უნდა შეინარჩუნოს და ვითარების დეესკალაცია მოახდინოს.

„მნიშვნელობა არა აქვს, სად გადის საოკუპაციო ხაზი და მნიშვნელობა არ აქვს, სად ხორციელდება უკანონო სასაზღვრო ელემენტების აღმართვა ადმინისტრაციულ საზღვართან, „საზღვრის“ შიგნით, ოკუპირებული ტერიტორიების სიღრმეში, თუ სადმე სხვაგან, ყველა კომპონენტი სასაზღვრო ინფრასტრუქტურის არის უკანონო. მისი აღმართვა ატარებს მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაციულ ხასიათს. ამ დესტრუქციული ქმედებების საპასუხოდ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ადგილზე მშვიდობა და მოვახდინოთ ვითარების დეესკალაცია. ჩვენ გვქონდა არაერთი ინცინდენტი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ბოლო წლების მანძილზე, მაგრამ შევძელით ადგილზე უსაფრთხოების მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნება.

იქნება საგუშაგო, ბანერი თუ მავთულხლართი, ეს არის აბსოლუტურად უკანონო, ჩვენი პოზიცია იყო ყოველთვის, რომ ასეთი უკანონოდ განთავსებული ინფრასტრუქტურა უნდა დაექვემდებაროს დემონტაჟს, ეს აზიანებს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს. რაც შეეხება ჩვენი სამართალდამცავების საქმიანობას, ეს ხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ სტაბილურობისთვის, მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის და არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს“, - განაცახდა ბერაიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი