ირაკლი კოვზანაძე USAID - ის წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და პროექტის - “დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა“ (GGI) წარმომადგენლებს შეხვდა.

კომიტეტის აპარატის ცნობით, პროექტი, რომლის მიზანია საქართველოში საჯარო ინსტიტუტების ადმინისტრაციული და ფინანსური მართვის გაუმჯობესება, გრძელდება. შეხვედრაზე GGI-ის წარმომადგენლებმა ირაკლი კოვზანაძესთან ერთად განსაზღვრეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და პროექტის სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტები და მიმართულებები,

როგორც კოვზანაძემ აღნიშნა, ამერიკულ პროექტთან ერთობლივი მუშაობის შედეგად, გასულ წელს კომიტეტმა 2018-2020 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა და დაამტკიცა. დოკუმენტი სამი წლის განმავლობაში კომიტეტის კანონშემოქმედებით და საზედამხედველო ფუნქციების წარმატებით განხორციელებასა და საზოგადოებასთან ეფექტიან კომუნიკაციას უზრუნველყოფს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა