საქართველოს 19 საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება გადაიდო

საქართველოს 19 საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება გადაიდო. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა შესაბამისი ბრძანება უკვე გამოსცა. სწავლა სკოლების ნაწილში 30 სექტემბერს, ნაწილში კი 23 სექტემბერს განახლდება. მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

სწავლა გადაიდო შემდეგ სკოლებში: თბილისის #122 საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს), თბილისის #130 საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს), თბილისის #45 საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს), თბილისის #60 საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს), თბილისის #149 საჯარო სკოლაში(განახლდება 30 სექტემბერს), თბილისის #177 საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს), თბილისის #191 საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს), თბილისის #208 საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს), ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის #23 საჯარო სკოლაში (განახლდება 23 სექტემბერს), ალექსანდრე ცინცაძის სახელობის თბილისის #150 საჯარო სკოლაში (განახლდება 23 სექტემბერს), ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის #2 საჯარო სკოლაში (განახლდება 23 სექტემბერს), ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძმუისის საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს), სეიდ გვარიშვილის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას საჯარო სკოლა (განახლდება 30 სექტემბერს), გორის #4 საჯარო სკოლა (განახლდება 30 სექტემბერს), ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლა (განახლდება 23 სექტემბერს), გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის საჯარო სკოლა (განახლდება 30 სექტემბერს), დედოფლისწყაროს #1 საჯარო სკოლა (განახლდება 23 სექტემბერს), დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლა (განახლდება 23 სექტემბერს), ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხის საჯარო სკოლა (განახლდება 23 სექტემბერს).

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა