თავისუფლების მოედნიდან „კონკამდე“ ტრანსპორტის მოძრაობა ერთი დღით შეიზღუდება

„ფორსაჟი 9“-ის ეპიზოდების გადაღების გამო, ამაღამ, 14 სექტემბრის 00:00 საათიდან 15 სექტემბრის 00:00 საათამდე თავისუფლების მოედანი, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩები („კონკამდე“) ტრანსპორტისა და ქვეითებისთვის დაიკეტება.

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, 00:00 საათიდან 12:00 საათამდე მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირის მონაკვეთზეც, ლაღიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე.

„14 სექტემბერს სატრანსპორტო სქემები შემდეგნაირად განისაზღვრა:

კოტე აფხაზის ქუჩიდან სოლოლაკისა და მთაწმინდისკენ გადაადგილების მიზნით, შალვა დადიანისა და ივანე მაჩაბლის ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულებები ნაწილობრივ შეიცვლება. ტრანსპორტი აფხაზის ქუჩიდან იაშვილისა და ინგოროყვას ქუჩებისკენ დადიანის, ლერმონტოვის, მაჩაბლისა და ლეონიძის ქუჩების გავლით იმოძრავებს.

ტრანსპორტი რუსთაველის გამზირიდან ავლაბარსა და ორთაჭალაში მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან მოხვდება, რომელსაც მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩით, ხოლო 12:00 საათის შემდგომ, ჭანტურიასა და ვირსალაძის ქუჩებითაც დაუკავშირდება.

მელიქიშვილის ქუჩიდან სოლოლაკის მიმართულებით, როგორც კერძო ტრანსპორტისთვის, ასევე, მიკროავტობუსებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ჭოველიძის, ბარნოვის, კაკაბაძისა და ჭონქაძის ქუჩების გავლით.

დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. 06:00 საათიდან 12:00 საათამდე, რუსთაველის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი ავტობუსები: #6, N14, N33, N42, N52, N58, N87, N88 და N150, ასევე მიკროავტობუსები ჯავახიშვილის ქუჩიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ჩაუხვევენ და ბარათაშვილის პანდუსის მეშვეობით უკუმიმართულებით მობრუნდებიან. 12:00 საათის შემდგომ კი ისინი რუსთაველის გამზირს გაივლიან და მოძრაობას მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ დაასრულებენ.

ანალოგიურად, 06:00 საათიდან 12:00 საათამდე რუსთაველის გამზირიდან ავლაბრისა და ორთაჭალისკენ მოძრავი ავტობუსები: #31, N37 და 46 და მიკროავტობუსები გაივლიან ჯავახიშვილის ქუჩასა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს. ხოლო 12:00 საათის შემდგომ N31 და N37 ავტობუსები მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ მობრუნდებიან, ჩაუხვევენ ჭანტურიას ქუჩაზე, გაივლიან ვირსალაძის ქუჩას და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, რის შემდეგაც, დადგენილი სქემებით განაგრძობენ მოძრაობას. უკუმიმართულებით ისინი კოსტავას ქუჩას მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და რუსთაველის გამზირის გავლით დაუკავშირდებიან. N46 ავტობუსი კი, მოძრაობას მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ დაასრულებს.

ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩამდე მოძრავი ავტობუსების N2, N25, N39 და N43, ასევე მიკროავტობუსების ბოლო გაჩერებად მეტროსადგური „ავლაბარი“ განისაზღვრება.

ორთაჭალის გავლით ბარათაშვილის ქუჩამდე მოძრავი N44, N80 და N102 ავტობუსები ბარათაშვილის ხიდზე გადასვლის შემდეგ, ჩაუხვევენ მარცხნივ, გაივლიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და კვლავ ორთაჭალისკენ იმოძრავებენ. N50, N55 და N71 ავტობუსებიც კოტე აფხაზის ქუჩის ნაცვლად, ანალოგიურ მარშრუტს გაივლიან.

კოჯრის გზატკეცილიდან მომავალი ავტობუსები: N4, N10, N90, N103, N106, N112 და N124 მოძრაობას ამაღლების ქუჩის N11-თან დაასრულებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს