ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები - ე.წ. სასაზღვრო პუნქტების ჩაკეტვა კიდევ უფრო ძაბავს ვითარებას

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ე.წ. სასაზღვრო პუნქტების ჩაკეტვას ეხმაურებიან.

„სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე გამშვები პუნქტების დახურვა, პრობლემებს უქმნის ადგილობრივებს და კიდევ უფრო ძაბავს ვითარებას.

ჩვენ ვეკონტაქტებით ყველა მხარეს. მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ცალმხრივი ნაბიჯებისგან, რაც ნეგატიურად აისახება კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და ძირს უთხრის სტაბილურობას. მოვუწოდებთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ყველა მონაწილეს, არსებული მექანიზმის ფარგლებში შეეცადონ გამოსავლის მოძიებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ამ და სხვა საკითხებს მომდევნო კონსულტაციების დროს განიხილავენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას დამატებითი სირთულეები არ შეექმნას და სრულად იყოს დაცული მათი უფლებები, მათ შორის გადაადგილების თავისუფლება.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა