გარემოს დაცვის კომიტეტი განიხილავს ინიციატივას, რომლის მიხედვით, დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ენერგეტიკული მნიშვნელობის ობიექტისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა ხდება დასაშვები

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვით, მთავრობის გადაწყვეტილებით, დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ენერგეტიკული მნიშვნელობის ობიექტისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა ხდება დასაშვები, დღეს პარლამენტის წამყვანი - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი განიხილავს.

ამას “დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ პარლამენტს ჯერ კიდევ დეკემბერში წარუდგინა.

ამავე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი დაცული ტერიტორიების - არაგვისა და თრუსოს დაცული ლანდშაფტების შექმნა.

უნდა აღინიშნოს, რომ როგორც პროექტის პარლამენტის სავალდებულო კომიტეტებში განხილვის დროს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა განაცხადა, დაცულ ლანდშაფტის ტერიტორიებზე მსხვილი, მასშტაბური ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობა არ იგეგმება. მან აღნიშნა ისიც, რომ შესაბამისი ჩანაწერი კანონში დაზუსტდება.

“საუბარია იმაზე, რომ დაცულ ლანდშაფტზე გაკეთდეს ისეთი ობიექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ელექტრომომარაგებას და ტურიზმის განვითარებას. მას არ ექნება კომერციული მიზნები. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს დაცული ტერიტორიების და დაცული ლანდშაფტის მნიშვნელობა. საუბარია ისეთი ტიპის პროექტებზე, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებსა და მათ ელექტრომომარაგებას მოემსახურება. ეს შეიძლება იყოს ქარის სადგური, მზის პანელები, მიკროჰიდროელექტრო სადგური, რომლის ანალოგები სხვა დაცულ ტერიტორიებზე გვაქვს - მაგალითად, თუშეთის დაცული ლანდშაფტი, სადაც არის ასეთი პრეცედენტი, მცირე ჰესის, რომელიც უშუქო სოფლების ელექტრომომარაგებას უწყობს ხელს”, - განმარტა ნინო თანდილაშვილმა.

საკანონმდებლო პაკეტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა. პროექტის ინიციატორია - მთავრობა.

ზურაბ ბატიაშვილი - ყარაბაღის კონფლიქტით ყველაზე მოგებული მხარე რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2020
რამაზ საყვარელიძე - იმ სოციოლოგიური კვლევების ფონზე, რაც მრავლად ტარდება, გაუგებარია, საიდან გაუჩნდა ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების და მთავრობის შექმნის იმედი
კახა ძაგანია - "პატრიოტთა ალიანსმა" ხელისუფლებისგან ხმის მიცემის საათების გაზრდა მოითხოვა"
მერაბ ჭიქაშვილი - "ხელისუფლება კორონას ფსიქოლოგიურ იარაღად იყენებს!"
ნანა დევდარიანი - "31 ოქტომბერს ხალხი "ნაციონალურ მოძრაობასაც" და "ქართულ ოცნებასაც" ყველაფრისთვის  დასჯის!"
ევექსი კლინიკები მომხმარებლების უსაფრთხოებისთვის COVID 19-ის PCR ტესტირების პროცესს ცვლის
ირმა ინაშვილი - "ქართული ოცნება" კოვიდ ეპიდემიის თემას ოსტატურად იყენებს და თავის ნაცვლად ექიმებს ალაპარაკებს!" (R)
სოსო შატბერაშვილი - "თუ გსურთ შერიგება ოსებთან და აფხაზებთან - მხარი "პატრიოტთა ალიანსს" დაუჭირეთ!" (R)
გურამ ნიკოლაიშვილი: ვეტერანთა უფლებებს მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსი"დაიცავს! (R)