განათლების მინისტრის განცხადებით, სკოლებში, სადაც სასწავლო წელი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დაგვიანებით დაიწყება, გაცდენილი საათები შაბათს ანაზღაურდება

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სკოლებში, სადაც სასწავლო წელი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დაგვიანებით დაიწყება, გაცდენილი საათები შაბათ დღეს ანაზღაურდება.

როგორც ჟურნალისტებს მინისტრმა განუცხადა, სკოლების რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დასრულდება და ამიტომ, მოსწავლეების სხვა სკოლებში გადანაწილების საჭიროება არ არსებობს.

„მოგეხსენებათ, რომ 700-მდე სკოლაში რეაბილიტაცია მიმდინარეობდა. საქართველოში სკოლის ინფრასტრუქტურის ამხელა მასშტაბის რეაბილიტაცია არასდროს ყოფილა. დარჩა 19-მდე სკოლა, რომელსაც რამდენიმე დღე სჭირდება, რომ სამუშაოები დამთავრდეს. მაქსიმუმ 2 კვირის ფარგლებში ამ სკოლებში აღდგება სწავლა და გაცდენილი საათები შაბათ დღეს ანაზღაურდება. ყველაზე მთავარია ის პროექტები, რომელიც წელს ინფრასტრუქტურულად განხორციელდა“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა