ევროინტეგრაციის კომიტეტმა რუსეთისთვის სანქციების დაწესების თაობაზე, „ევროპული საქართველოს" დადგენილების პროექტს მხარი არ დაუჭირა

„ევროპული საქართველოს" დადგენილების პროექტი რუსეთისთვის სანქციების დაწესების თაობაზე, ევროინტეგრაციის კომიტეტმა ჩააგდო. ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დადგენილების პროექტს მხარი არ დაუჭირეს.

კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას განცხადებით, „ევროპული საქართველოს" ინიციატივა სარისკოა, რომლის გამოც შესაძლოა, საქართველოს კიდევ უფრო მეტი საფასურის გადახდა მოუწიოს რუსეთის აგრესიის გამო.

„ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. პრინციპულად ვემიჯნები ყველა იმ პოზიციას, რომ ასეთი რამე შეიძლება ვინმესთვის ან რამისთვის ტესტი იყოს. არანაირ ტესტზე აქ საუბარი არ არის. ეს არის ავანტიურა. ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც შეიცავს რისკებს იმისა, რომ საქართველოს კიდევ უფრო მეტი ფასის გადახდა მოუწევს რუსეთის აგრესიისთვის, ეს პრინციპულად მიუღებელია. რუსეთი აგრესორია და აგრესორმა უნდა გადაიხადოს ფასი და არა საქართველომ,"- განაცხადა თამარ ხულორდავამ.

შეგახსენებთ, რომ “ევროპული საქართველო“ პარლამენტს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის თაობაზე სპეციალური დადგენილების მიღებას სთავაზობს.

დადგენილების პროექტის არსს შემდეგი სამი პუნქტი წარმოადგენს, კერძოდ:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში;

2. ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შეტანა;

3. ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ სანქციების შემოღება ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს