ევროკომისარი იოჰანეს ჰანი „სამხრეთ ოსეთში“ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს გმობს

ევროკომისარი იოჰანეს ჰანი „სამხრეთ ოსეთში“ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს გმობს. შესაბამისი განცხადება ჰანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, ევროკავშირი მომავალშიც რაიმე „ეჭვების და დამატებითი აზრების“ გარეშე გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„კონსტრუქციული ჩართულობა განსაკუთრებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში რუსეთის მონაწილეობით არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, საქართველო უნდა იყოს ძლიერი და გაერთიანებული. მიმდინარე გამოწვევევის ფონზე ეს საკითხები აქტუალურია, თან ხალხი, რომელიც ორივე მხარეს ცხოვრობს , ითვალისწნებს იმ ინიციატივებს, რომლებიც თქვენს მიერ ხორციელდება, ეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. საბოლოო ჯამში, ხალხის ინტერესებშია, რომ ყველა ეს შესაძლებლობა არსებობდეს და ქმედითად იქნეს გამოყენებული, იმისათვის, რომ ჯანდაცვის და სხვა საჭირო მომსახურების სფეროში მათ სარგებელი მიიღონ. მიმაჩნია, რომ თუ ვინმეს აქვს გარკვეული საჭიროებები, ამაზე ყველა უნდა დაფიქრდეს ხელისუფლებაში და ეს მდგომარეობა, იმედს ვიტოვებ, უახლოეს მომავალში გამოსწორდება,“- განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს