ბრალდებულმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თავს გრძნობს დამნაშავედ, რის შემდეგაც გადავწყვიტეთ, რომ ამ ტაქტიკით წარგვემართა მოცემული სასამართლო, - ამის შესახებ 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ სოსო ბაჯელიძის ადოკატმა, მერაბ წკრიალაშვილმა, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორ მან აღნიშნა, სასამართლო პროცესზე ბრალის აღიარება თავისი დაცვის ქვეშ მყოფის პირადი უფლება იყო და მის კომპეტენციაში არ შეჭრილა.
მისივე თქმით, ბრალდებულის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ვინმეს მხრიდან ზეწოლას და შანტაჟს ადგილი არ ჰქონია.
„ ეს პირადად სოსო ბაჯელიძის გადაწყვეტილება იყო. როდის და რატომ გადაწყვიტა, ამას ვერ გეტყვით. მე უბრალოდ ვალდებული ვარ, გავუწიო კონსულტაცია და დავემორჩილო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციას. ბრალდებულმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თავს გრძნობს დამნაშავედ, რის შემდეგაც გადავწყვიტეთ, რომ ამ ტაქტიკით წარგვემართა მოცემული სასამართლო. დაკავების მომენტში ის იყენებდა დუმილის უფლებას, ახლა კი შეცვალა პოზიცია. ეს მისი უფლებაა და მის უფლებაში ვერ შევიცვლებოდი. მე ვერ დავიწყებდი აპელირებას, რომ მოდი, არ აღიარო ან აღიარო. მან გადაწყვიტა, რომ დანაშაული ეღიარებინა და მეც აღნიშნული პოზიცია მოვიყვანე სირულეში. აღნიშნულთან დააკავშირებით არ დაფიქსირებულა რაიმე ფაქტი ზეწოლის და მეც, მისმა დამცველმა, შემიძლია ვთქვა, რომ რაიმე შანტაჟს ან ზეწოლას ადგილი არ ჰქონია ვინმეს მხრიდან“, - განაცხადა ადვოკატმა.
20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ სოსო ბაჯელიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა. მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომლითაც ადვოკატი სოსო ბაჯელიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის, 5 000 ლარიანი გირაოთი შეცვლას ითხოვდა. დაცვის მხარის შუამდგომლობას პროკურორებიც დაეთანხმნენ.
ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით ბაჯელიძეს დამატებითი სანქციის სახით საზღვრის კვეთა აეკრძალა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ბრალდებული სასამართლოს დარბაზშივე გათავისუფლდა.