გორის მერი მოსწავლეებს ახალი სასწავლო  წლის დაწყებას ულოცავს

გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი, გორის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.

„ყველა მოსწავლეს და განსაკუთრებით პირველკასელებს ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. გისურვებთ ნაყოფიერ სასწავლო წელს და ბევრ წარმატებას. პატარებო, სასკოლო პერიოდი ერთ-ერთი უნიშვნელოვანესი ეტაპია ცხოვრებაში, თქვენი განათლებით შეგიძლიათ საქართველოს უკეთესი მომავალი შექმნათ. დარწმუნებული ვარ, თქვენ ამას შეძლებთ!“ - ამ სიტყვებით მიულოცა კონსტანტინე თავზარაშვილმა ახალი სასწავლო წლის დაწყება გორის საჯარო სკოლის მოსწავლეებს.

გორის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონსტანტინე თავზარაშვილი მოადგილეებთან ერთად გორის N3, N5, N6, N8 სკოლებში იმყოფებოდა და სასწავლო პროცესის გახსნის ცერემონიას დაესწრო.

მათივე ცნობით, მიმდინარე წელს პირველად გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ცენტრალური ხელისუფლებიდან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საჯარო სკოლების ნაწილის რეაბილიტაცია განახორციელა.

„ქალაქის შვიდ სკოლასა და მუნიციპალიტეტის თხუთმეტი სოფლის საჯარო სკოლებში ძირითადად სველი წერტილების, სახურავისა და გათბობის სისტემების მოწესრიგების სამუშაოები განხორციელდა. პროცესი გაგრძელდება მომავალ წლებშიც და ეტაპობრივად მოიცავს სხვა სარეაბილიტაციო სკოლებსაც“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს