20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ლევან ჯიქური სასამართლო სხდომაზე შეუძლოდ გახდა, რის გამოც, მას დარბაზის დატოვება მოუწია. ჯიქურის მიერ დარბაზის დატოვების შემდეგ, სხდომათა დარბაზი მისმა მეუღლემაც, რაია სარქისიანმაც დატოვა.
როგორც მან აღნიშნა ჯიქურის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ამიტომ ისინი ბრალდებულის გირაოს საფუძველზე გათავისუფლებას ითხოვენ. დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულის მეუღლეს ლევან ჯიქურის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე ცნობაც ჰქონდა მოტანილი, რის საფუძველზეც ბრალდებულის გათავისუფლებას ითხოვდა