დავით ჭიჭინაძე - ისე დაიწყეს ამ ქვეყნის გაყოფა, თითქოს მართლა ბაბუამ დაუტოვათ

შეურაცხმყოფელი ის კი არ არის, რომ რომან ფიფიამ ხაზარაძე-ივანიშვილის შეხვედრა დაადასტურა, შეურაცხმყოფელი ის არის, რომ ხუთი კაცი დაჯდა და ჩვენი სახელმწიფოს ბედ-იღბალის განკარგვით დაკავდა, - ამის შესახებ დეპუტატი დავით ჭიჭინაძე სოციალურ ქსელში წერს.

„თანაც ისე დაიწყეს ამ ქვეყნის გაყოფა, თითქოს მართლა ბაბუამ დაუტოვათ. აბა რას ნიშნავს ვინმე დაიბარეს?! ან რატომ მიდიან „დაბარებულები“?! გამოდის, ამ ადამიანებს საერთოდ არ გააჩნიათ არანაირი პრინციპები და მით უმეტეს ის ღირებულებები, რომლითაც პოლიტიკაში უნდა იყვნენ. პრინციპში, არც ბიზნესშია ასეთების ადგილი, იმიტომ, რომ ფულის გულისთვის ყველაფერს კადრულობენ. რაც შეეხება პირადად მამუკა ხაზარაძეს, ეს ადამიანი პოლიტიკაში უვიცია და ის ბოლომდე უნდა გაიძარცვოს პოლიტიკაში. ზუსტად ისე, როგორც ის იყო მოსახლეობის მიმართ განწყობილი მაშინ, როდესაც მასთან ჯერ კრედიტებს იღებდნენ და შემდეგ ქუჩაში ყრიდნენ ხოლმე... ზოგადად კი, ივანიშვილმა და სააკაშვილმა პოლიტიკაში თავიანთი შესაძლებლობები ამოწურეს. ხალხის გადაგდებაშიც, „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ პრაქტიკულად ერთნაირი და თან ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ“, - წერს ჭიჭინაძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს