მიხეილ ბატიაშვილი - ევროპული ხარისხი განათლების სფეროში - ეს ჩვენი სტრატეგიაა

განათლების რეფორმის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა და ახლო მომავალში დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა. ინფორმაციას განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

„დღეს წარმოვადგენთ ერთი წლის ანგარიშს - რა გაკეთდა და რის გაკეთებას ვაპირებთ უახლოეს პერიოდში. რეფორმა მოიცავდა ყველა მიმართულებას - სკოლამდელ, ზოგად, პროფესიულ, უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებას. ევროპული ხარისხი განათლების სფეროში - ეს ჩვენი სტრატეგიაა. რეფორმის დაწყების პირველივე დღიდან ჩვენი მიზანია ევროპული მაჩვენებლები, რომელსაც უნდა მივაღწიოთ. ამიტომ ის გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, სწორედ ამ ევროპული ხარისხის განათლებაზე გადის. ეს გახლავთ მთლიანად სისტემაში ევროპული მოდელის დანერგვა, იქნება ეს სკოლის უსაფრთხოება, თანამდეროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა, პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა, სწავლების პროცესში ინოვაციური მიდგომებისა და ტექნოლოგიების დანერგვა, პედაგოგთა სახელფასო პოლიტიკა თუ უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი. ამ მიმართულებებით უკანასკნელი ერთ წლის განმავლობაში განათლების სისტემაში უპრეცედენტო ცვლილებები განხორციელდა და პროცესი კვლავაც გაგრძელდება“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს