ზესტაფონში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ზესტაფონში დედისა და ორი მცირეწლოვანი შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება, მეზობლები ტრაგედიის ერთ-ერთ ვერსიად წყლის გამათბობლიდან ბუნებრივი აირის გაჟონვას ასახელებენ.

მათი თქმით, ახალგაზრდა ქალი ბინაში ერთი თვის წინ გადავიდა. მათივე ინფორმაციით, 25 წლის ქალი მეუღლესთან გაშორებული იყო და მცირეწლოვან შვილებთან მარტო ცხოვრობდა. შვილების ასაკი კი - 2 და 4 წელი იყო. მეზობლების ინფორმაციით, ის დილიდან არ გამოჩენილა და ახლობლებმა მოაკითხეს. ისინი ბინაში, მეორე სართულზე, ფანჯრიდან შევიდნენ და გარდაცვლილები აღმოაჩინეს.

გარდაცვლილი ქალი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემიდან იყო და ზესტაფონში, ბიბილაშვილის ქუჩაზე ქირით ცხოვრობდა.

ადგილზე პოლიცია და „სოკარ გაზის“ წარმომადგენლები იმყოფებიან. მათი თქმით, ჯერ არ მომხდარა ბინაში არსებული გამათბობლის შემოწმება და ოფიციალურ კომენტარს ამ ეტაპზე ვერ გააკეთებენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს