ბათუმში აქცია „სირცხვილია“  მიმდინარეობს

ბათუმში, ევროპის მოედანზე, აქცია "სირცხვილია" მიმდინარეობს. ორგანიზატორები ადგილობრივებს 20 სექტემბერს თბილისში დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, მთავარი მიზანი გიორგი გახარიას გადაყენებაა.

"ეს არის ახალი ეტაპი. ვითხოვდით გახარიას გადაყენებას და გახარია გახდა პრემიერ-მინისტრი. გახარიას გადაყენება არის მთავარი მიზანი და მისი გადაყენება ავტომატურად ნიშნავს მთავრობის გადაყენებას. მიხარია, რომ აჭარაში არის საპროტესტო მუხტი. ჩვენი მიზანია, ბევრი ვიმუშავოთ სხვადასხვა კუთხით, რომ მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის, ოღონდ არა როგორც პოლიტიკური პარტია. ჩვენ დავიცავთ არჩევნებს. ამ ერთი წლის განმავლობაში სხვადასხვა ფლანგიდან შევუტევთ რეჟიმს, რომელიც გვაბრავებს, გვასახიჩრებს, გვდევნის, გვატყუებს და რუსეთის რელსებისკენ გადავყავართ. ბევრი ახალი მიმართულება იქნება, რომელსაც 20 სექტემბერს დავაანონსებთ, " განაცხადა გიგა მაქარაშვილმა. აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც იმყოფებიან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს