თბილისი გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის რეგიონულ შეხვედრას მასპინძლობს

17 სექტემბერს, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის - „კონტეინერების კონტროლის პროგრამა“ შავი ზღვის რეგიონის მმართველი საბჭოს მეორე რეგიონული შეხვედრა გაიხსნება. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ღონისძიებას გახსნის და მონაწილეებს სიტყვით მიმართავს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ პროგრამის ხელმძღვანელები გაეროდან და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციიდან, ასევე, მაღალი რანგის სტუმრები რეგიონის (უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა, ბულგარეთი, რუმინეთი, თურქეთი, სომხეთი) საბაჟო და სასაზღვრო უწყებებიდან. ღონისძიებას აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი დაესწრება.

საქართველოს მხრიდან შეხვედრას დაესწრებიან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები.შეხვედრის ფარგლებში განიხილება ისეთი აქტუალური თემები, როგორიცაა მაღალი რისკის შემცველი ტვირთების გამოვლენის მიმართულებით შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების საბაჟო ორგანოებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობა, ასევე, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები.

სტუმრები მოინახულებენ პროგრამის ფარგლებში მოქმედ დანაყოფებს საბაჟო დეპარტამენტსა და საბაჟო ტერმინალ „ლასარეში“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს