კობა კობალაძემ ავჭალის სამაჟორიტარო ოლქში მდებარე სკოლებსა და ბაღებს სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცა

ავჭალის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა კობალაძემ საკუთარ სამაჟორიტარო ოლქში მდებარე სკოლებსა და ბაღებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ინფორმაციას პარლამენტის პრესცენტრი ავრცელებს.

„ძვირფასო პედაგოგებო, მოსწავლეებო, მშობლებო გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი თითოეული თქვენგანისთვის ყოფილიყოს ნაყოფიერი და წარმატებებით გამორჩეული.

განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს პირველკლასელებს და პირველკურსელებს, მათ ცხოვრებაში ახალი მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, წარმატებას ვუსურვებ მათ ამ მნიშვნელოვან გზაზე. ჩვენი ბავშვების და ახალგაზრდების მონდომებაზე, ცოდნასა და შრომისმოყვარეობაზეა დამოკიდებული საქართველოს მომავალი-ემსახურონ და ღირსეული მამულიშვილობა გაუწიონ სამშობლოს“, - განაცხადა კობა კობალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა