საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის პარაოლიმპიური კომიტეტები პარტნიორები გახდნენ

საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის პარალიმპიური კომიტეტები პარტნიორები გახდნენ. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, 16 სექტემბერს კორეაში, სეულში, საქართველოს და კორეის რესპუბლიკის პარალიმპიური კომიტეტების პრეზიდენტებმა შალვა მაისურაძემ და ლი მიუნგჰომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

„მემორანდუმის მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება, სამუშაო ვიზიტების დაგეგმვა, გამოცდილების გაზიარება და გაცვლითი პროგრამების განხორციელება. ასევე, კორეის მხარე უზრუნველყოფს ქართველი პარასპორტსმენებისა და მწვრთნელების გადამზადებას. მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე და ერთობლივი პროექტების შემუშავებაზე.

ორი ქვეყნის დამეგობრებას ხელი შეუწყო საქართველოს საელჩომ კორეის რესპუბლიკაში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა და ჩვენი მოძრაობის მხარდამჭერმა ოთარ ბერძენიშვილმა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს