არჩილ თალაკვაძე ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხების კომისარს, იოჰანეს ჰანს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე, საქართველო-ევროკავშირის მრავალსექტორული თანამშრომლობისა და დღის წესრიგის პრიორიტეტული საკითხების შესახებ ისაუბრეს. აღნიშნულ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესრულების მიმდინარეობასა და ამ პროცესში, საქართველოს პარლამენტის როლზე.

საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და დემოკრატიულ რეფორმებს. არჩილ თალაკვაძემ ევროკომისარს საარჩევნო, განათლებისა და მართლმსაჯულების რეფორმების მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და აღნიშნულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარეობა იყო.

იოჰანეს ჰანმა პარლამენტის თავმჯდომარეს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერა დაუდასტურა.​

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს