კვლევის თანახმად, საპენსიო პროგრამაში ჩართული პირების 57%-ს არ სჯერა, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ დაგროვილი თანხით სარგებლობას შეძლებს

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, 18-დან 39 წლამდე გამოკითხული მოსახლეობის 27% აცხადებს, რომ ჩართულია საპენსიო პროგრამაში. ამავე ასაკობრივი კატეგორიის 71 % კი აცხადებს, რომ ჩართული არ არის სახელმწიფო საპენსიო პროგრამაში. 40-დან ზემოთ ასაკობრივი კატეგორიის მოსახლეობის 8% აცხადებს, რომ ჩართულია საპენსიო სისტემაში, ხოლო 90% აცხადებს რომ - არა.

კითხვაზე, გჯერათ თუ არა რომ, როდესაც პენსიაზე გახვალთ შეძლებთ დაგროვილი თანხით სარგებლობას -საპენსიო პროგრამაში ჩართული პირების 30%-ს სჯერა; 57%-ს არ სჯერა, ხოლო 13 %-მა არ იცის კითხვაზე პასუხი.

ამ წუთებში სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ NDI-ის კვლევის შედეგების პრეზენტაცია მიმდინარეობს. კვლევის საველე სამუშაოები 13- დან 29 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. სულ კვლევაში შედის 2132 დასრულებული ინტერვიუ. კვლევის საშუალო ცდომილება არის 1.7%. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC -საქართველოს მიერ. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid -ის ფინანსური ხელშეწყობით. NDI ხუთშაბათს კვლევის პოლიტიკური ნაწილის პრეზენტაციას გეგმავს.

ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ჯილიან სტირკი - ყველას შევახსენებდი, რომ საქმე პოლიტიკური პროცესის მთლიანობას ეხება, სწორედ ეს დევს სასწორზე
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2020
ლევან ბოძაშვილი - კავკასიური კვანძი იხსნება და არა საქართველოს სასარგებლოდ, ჩვენთვის ახლა აუცილებლობას წარმოადგენს სრული პოლიტიკური და ინსტიტუციონალური სტაბილურობა