თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა კლინიკური სტაჟირება გდანსკში გაიარეს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები რუდიკო რუსია და გიორგი სოხაძე მიმდინარე წლის 20 ივლისიდან 18 აგვისტომდე, ERASMUS+-ის ფარგლებში, კლინიკური სტაჟირების გასავლელად გდანსკის სამედიცინო უნივერსიტეტში (პოლონეთი) იმყოფებოდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, სტაჟირების მიმდინარეობისას, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ ონკოლოგიის, კარდიოლოგიის და ნეფროლოგიის დეპარტამენტების საქმიანობას, მონაწილეობა მიეღოთ პაციენტების დიაგნოსტირების და მკურნალობის პროცესში, ბიოფსიის, რადიოთერაპიისა და ქიმიოთერაპიის დაგეგმვასა და პრაქტიკულ განხორციელებაში, მათ, ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ კონსილიუმებს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები სტაჟირებას გადიოდნენ დრ. მაგდალენა დროზკას (Magdalena Drozka) და პიოტრ სკონიეჟნის (Piotr Skonieczny) ხელმძღვანელობით. ქართველი სტაჟიორების კოორდინატორი იყო დავიდ სპიჩალა (Dawid Spichala).

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს