კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 63%-ის აზრით, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა "ცუდი", 4 %-ის შეფასებით კი "კარგია"

NDI-ის კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 63% მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობა ცუდია. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 31% აცხადებს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა საშუალოა, ხოლო ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობას კარგად რესპოდენტთა 4% აფასებს.

რაც შეეხება ეკონომიკურ თანასწორობას, გამოკითხულთა 70% მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკა სარგებელს მხოლოდ ადამიანების გარკვეულ ჯგუფს აძლევს, 12% ამბობს, რომ ქვეყნის ეკონომიკა სარგებელს ყველა მოქალაქეს ერთნაირად აძლევს, 9% კი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკა სარგებელს არავის აძლევს.

ამასთან, რესპონდენტთა უმრავლესობა, 76% აცხადებს, რომ მთავრობა სრულად არის პასუხისმგებელი ეკონომიკის მდგომარეობაზე, 16% მიიჩნევს, რომ მთავრობა ნაწილობრივაა პასუხისმგებელი, 1% კი აცხადებს, რომ მთავრობა არაა პასუხისმგებელი ეკონომიკის მდგომარეობაზე.

კვლევის საველე სამუშაოები 13- დან 29 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. სულ კვლევაში შედის 2132 დასრულებული ინტერვიუ. კვლევის საშუალო ცდომილება არის 1.7%. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC -საქართველოს მიერ. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid -ის ფინანსური ხელშეწყობით. NDI ხუთშაბათს კვლევის პოლიტიკური ნაწილის პრეზენტაციას გეგმავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა